Header image  
   
  
 
 
 
 


saqarTvelos miTebi

ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევრები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიკური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.

armazi

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება.

„ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...“

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

ambri

ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება „ცოცხლად დამარხვის“ მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი. ამ ეპიზოდიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 ხარი წელიდადის 12 თვეს განასახიერებდა.

barbale

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული - ბარბალე/ბარბარე, სვანური - ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული „დედა ღვთაების“ კულტს.

boCi

ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩსა და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.

oCopintre

ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.

oCokoCi

ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე ჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს გამოხატავდა. მისი ყველას ეშინოდა.ზოგს მოჩვენება ეგონა.

ხალხური ნაამბობი

ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი „ვოო!!“ ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება (მთქმელი მ. სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი) ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - „ვოოს“ ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: „ცეცხლი გინთიაო!“ და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა. ოჩოკოჩის ეშვები აქვს“

მთქმელი ბ. მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს

 

„ოჩოკოჩი და მეთევზე“

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ჩემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა
(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ

 

gacia gaimi

ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდა. მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი „ყველაზე იდუმალის გამგეებად“ მოიხსენიება.

zadeni

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოში (მესხეთი).

1 აგაგა 51 თეთრი გიორგი 101 მეფისა მონადირე 151 უსურმაგი
2 აგუნა 52 თურმანაული ჯურხა 102 მექობაური 152 უყულდაშის წმინდა გიორგი
3 ადგილის დედა 53 იამანის თვალი 103 მზის პირისნაბანი 153 ფანდური (მითოლოგია)
4 ადგილის დედა ღვთისმშობელი 54 იასაული (მითოლოგია) 104 მითი მზესა და მთვარეზე 154 ფანდური ოქროსი
5 ავქარი 55 იახსარი 105 მითი ხარსა და ირემზე 155 ფასკუნჯი (მითოლოგია)
6 აზადი 56 იახსრის ზარი 106 მითი ხის ბეჭზე 156 ფურის რქა
7 ალი (ქართული მითი) 57 იგრი-ბატონი 107 მორიგე ღმერთი 157 ფუძის ანგელოზი
8 ალიქარი 58 ინანი 108 მტკავლისტოლა კაცი 158 ქავთარა
9 ამბოკვარი 59 ინდუშა 109 ნათლის სვეტი 159 ქალუნდაური მამუკა
10 ამბრი-არაბი 60 იობი (მითოლოგიური პერსონაჟი) 110 ნატვრისთვალი 160 ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ
11 ამინი 61 ირემთკალო 111 ნაქადაგარი 161 ქაჯავეთის განძი
12 ამირანი 62 იფნი კერიაში 112 ნაწილი (ნიშანი) 162 ქაჯავეთის ლაშქრობა
13 ამირანის მთა 63 კარატის ჯვარი 113 ნაწილიანი ცხენი 163 ქაჯავეთის ქალები
14 ანდაბი 64 კატა 114 ნახარელას ღვთისმშობელი 164 ქედისუბნის ხატი
15 ანდრეზი 65 კახანი 115 ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი 165 ქვაციხისელი ივანე
16 ანტე 66 კეზის ანგელოზი 116 ოსურ-ტოფუ 166 ქვის წულად მქცეველი
17 არამხუტუ 67 კეისარი (მითი) 117 ოქროსბეწვიანი ვერძი 167 ქურმუხის ოქროს მამალი
18 არიშაული 68 კვირია 118 ოქროსბეწვიანი კრავი 168 ღვთის კარი
19 არმაზი 69 კვრივი 119 ოჩოკოჩი 169 ღვთისშვილი
20 აღე 70 კინკოზაურები 120 ოჩოპინტრე 170 ყამარი
21 ბატონები 71 კოდისწყარო 121 ჟამნი (მითოლოგია) 171 ყარტაულა
22 ბახურა 72 კოპალა 122 ჟინი ანთარი 172 ყვავის საყდარი
23 ბედისმწერლები 73 კოპალას სკამი 123 რაში (ცხენი) 173 ყურშა
24 ბეთლემის სახლი 74 კუდიანთ წუხრა 124 როკაპი 174 შიბი
25 ბეთქილი 75 კუდიანი 125 როშკის დევები 175 შიო (მითოლოგიური პერსონაჟი)
26 ბეწვის ხიდი 76 კუდოელი თავხევისბერი 126 რძე მითოლოგიაში 176 შიშია
27 ბლოელი მწყემსი ქალი 77 ლამარია 127 საგმირო 177 შუბნური
28 ბუღა-ტბა 78 ლანჩხუთის წმინდა გიორგი 128 საკიდელი 178 ჩორლა
29 ბუჩა 79 ლატალის წმინდა გიორგი 129 სამაგანძურო 179 ჩოხის წმინდა გიორგი
30 გაბურთ ეშმა 80 ლაშარის ბერმუხა 130 სამას სამოცდასამი წმინდა გიორგი 180 ჩოხის წმინდა გიორგის ირემი
31 გამიწრივლება 81 ლაშარის ჯვარი 131 სამკადრეო 181 ცის გახსნა
32 განძის მითოლოგია 82 ლენჯერის წმინდა გიორგი 132 სამძიმარი (მითოლოგიური პერსონაჟი) 182 ძარწემის წმინდა გიორგი
33 გარა (მითოლოგია) 83 ლომისა 133 სანათა (მითოლოგიური პერსონაჟი) 183 წერამწერელი
34 გახუა მეგრელაური 84 ლომპაპი 134 სანების ჯვარი 184 წვერის ანგელოზი
35 გერგეტის სამება 85 ლუდის მოყვარული დევი 135 სანების ჯვარის მკადრე 185 წიფორელნი
36 გველეთის განძი 86 ლუთხუმელის ხმალი 136 საფარველი 186 წმინდა გიორგი და მთავარანგელოზი
37 გველი 87 მაგანძური 137 სიმონი (მითოლოგიური პერსონაჟი) 187 წყარიშ დიდა
38 გუდანის ჯვარი 88 მანათობელი ხატი 138 სკნელი 188 წყარიშმაფა
39 გუნია 89 მანგური 139 სომხოს წმინდა გიორგი 189 წყაროსგორული
40 დალი 90 მარტყოფის ღვთაება 140 სპარსანგელოზი 190 წყაროსთაველი
41 დალის შვილი 91 მაქსიმე (მითოლოგირუი პერსონაჟი) 141 სულეთი 191 წყლის ქალი
42 დანადები 92 მახუტელა 142 სულეთის ღმერთი 192 ჭინკა
43 დევ-კერპნი 93 მგებრთ სუფრა 143 სულკალმახი 193 ხანის ხარი
44 დევ-რძალ-დედამთილი 94 მგებრნი 144 ტაბაკონი 194 ხახმატის ჯვარი
45 დევთ დედა 95 მგლის კერძი 145 ტანტრუქა ჩიტი 195 ხედენიში
46 დიხაშ კოჩი 96 მეგანძური 146 ტყაშიმაფა 196 ხმალას ალვის ხე
47 ელია (ქართული წარმართული ღვთაება) 97 მეენე 147 უთურგა 197 ხოგაის მინდი
48 ერწოს ნატბეური 98 მეპურყველე 148 უკვდავების წყარო 198 ხოლიგისწვერის ანგელოზი
49 ვერცხლის ტბა 99 მეპურწყლე 149 უნჯი ყმა 199 ჯაუნათ სასჯელი
50 თებჟორიკა 100 მესეფენი 150 უსანეთობის ირემი 200 ჯვართენა

 

 

damatebiTi informacia